დავით კირვალიძეს ქვემო ჭალაში სათესლე მასალაც მოსთხოვეს

დავით კირვალიძეს ქვემო ჭალაში სათესლე მასალაც მოსთხოვეს

კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ და რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ონოფრიშვილმა რაიონის ხელმძღვანელობასთან ერთად საგაზაფხულო სამუშაოები დაათვალიერეს. მინისტრის განცხადებით, შიდა ქართლის მასშტაბით ამ ეტაპზე ბარათებით უკვე 3 056 ჰა ფართობია მოხნული. თუმცა, ქვემო ჭალის მოსახლეობა მოითხოვს, რომ მთავრობა გლეხებს სათესლე მასალითაც დაეხმაროს.

კასპის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილი გლეხებს დაპირდა, რომ მათ არა მარტო მოხვნაში, არამედ მოსავლის აღება-შენახვაშიც დაეხმარებიან. "სოფლად ცხოვრება პრიორიტეტი ხდება", - აცხადებს ონოფრიშვილი.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა