მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქუჩა

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქუჩა

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქუჩა ბრაზილიაშია. ქალაქ პორტუ-ალეგრიში ქუჩა სახელწოდებით "Rua Goncalo de Carvalho" მდებარეობს. ადგილობრივები ქუჩას "ხეების გვირაბსაც" უწოდებენ.

გეგონება, მეგაპოლისში ტყეა გაჭრილიო, თუმცა ეს მხოლოდ ლამაზი ხეებით გარშემორტყმული ქუჩაა, რომელიც რამდენიმე უბანს ერთმანეთთან აკავშირებს.

500 მეტრზე გადაჭიმულ გზას ორივე მწკრივზე ხეივანი მიუყვება. ხეების უმეტესობა ახლომდებარე კორპუსების მეშვიდე სართულამდეა ატყორცნილი. ფოტოსურათებიც ცხადყოფს, რომ Rua Goncalo de Carvalho მართლაც მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქუჩაა.

ადგილობრივების თქმით, ამ ქუჩასა და ხეებზე ისე ზრუნავენ, როგორც საკუთარ შვილებზე და შეძლებისდაგვარად უფრთხილდებიან. 2006 წელს ქალაქის მერიამ ქუჩას კულტურული მემკვიდრეობის ტიტული მიანიჭა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს