დავით ზურაბიშვილი - ლაპარაკი, რომ აგრარული უნივერსიტეტი დახურეს, ტყუილია

დავით ზურაბიშვილი - ლაპარაკი, რომ აგრარული უნივერსიტეტი დახურეს, ტყუილია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების საკითზე განმარტებას აკეთებს. შესაბამისი განცხადება "ფეისბუქში" განათლების მინისტრის მოადგილის გვერდზე გამოქვეყნდა.

"მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი კვირაა არ ვიმყოფები საქართველოში და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვარ ბიულეტენზე, პასუხისმგებლობას მიმდინარე პროცესის მიმართ არ ვიხსნი.

რაც შეეხება ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას, ავტორიზაციის შეჩერება არ ნიშნავს ავტორიზაციის შეწყვეტას და გაუქმებას, ანუ ლაპარაკი იმის შესახებ, რომ "უნივერსიტეტი დახურეს", არის ტყუილი და არ შეესაბამება სინამდვილეს.

ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტს მიეცა ვადა საბჭოს მიერ დადგენილი დარღვევების გამოსასწორებლად (სხვათა შორის პრაქტიკულად ამასვე ითხოვდა უნივერსიტეტის რექტორი). თუ ეს ხარვეზები გასწორდება, მიმდინარე სემესტრის განმავლობაში უნივერსიტეტს შეუძლია კვლავ შეიტანოს განაცხადი ავტორიზაციის აღდგენაზე. ამ ხნის მანძილზე უნივერსიტეტში ჩვეულებრივად გრძელდება ცხოვრება.

კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება აგრარული უნივერსიტეტის შესახებ მიღებულ იყო პოლიტიკური მოტივაციის საფუძველზე. ყველაფერი გაკეთდება მხოლოდ კანონის შესაბამისად", - აღნიშნულია დავით ზურაბიშვილის განცხადებაში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს