რა ძალა აქვს ფერს

რა ძალა აქვს ფერს

გაზაფხული ბუნებრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ფერებს მოდის სამყაროშიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ; თუმცა ფერებით თერაპიის მომხრეების აზრით, საყურადღებოა ის გარემოება, რომ როცა ამა თუ იმ ფერს საკუთარი ინტუიციის კარნახით ვირჩევთ, ამაში ჩვენი სურვილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოდა და ტრადიცია. ფერის მიმართ უეცრად გაჩენილი სიმპათიით ჩვენი ქვეცნობიერი ნიშანს გვაძლევს, რომ რომელიღაც ორგანოს უჭირს და დახმარებას საჭიროებს (ლაპარაკია, რა თქმა უნდა, არაკრიტიკულ შემთხვევებზე).

ფერები ენერგიით  გვავსებს

მწვანე ფერი სიმხნევეა. მწვანე ფერის პროდუქტები (კივი, ბარდა, კომბოსტო, ბოსტნეული), ერთი მხრივ, ამხნევებს, მეორე მხრივ, ორგანიზმს ბალასტური ნივთიერებებისგან ათავისუფლებს.

წითელი ფერი ძალაა. წითელი პიგ­მენტი და B ჯგუფის ვიტამინები წითელ ხილსა და ბოსტნეულს (პომიდორი, მარწყვი, ჭარხალი, ბროწეული, კოწახური) ანტისტრესულ თვისებებს ანიჭებს. გარდა ამისა, ბევრ მათგანს ინფარქტისა და კიბოსგან დამცავი ეფექტი აქვს.

ყვითელი ფერი ენერგიაა. ყველა ყვითელი ფერის ხილ-ბოსტნეული (ბანანი, ციტრუსები, სტაფილო) შეიცავს C ვიტამინს, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს.

ყავისფერი ჯანმრთელობაა. თხილი, კაკალი, ნუში, წაბლი ცილების დიდი შემცველობის გამო ძალისა და ენერგიის წყაროა.

ნარინჯისფერი სინორჩეა. ყველა ციტრუსი შეიცავს არომატულ ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმს მავნე ნარჩენებისგან ათავისუფლებს. ისინი იდეალურია ნივთიერებათა ცვლისთვის.

თუ ცხოვრება მოსაწყენი გეჩვენებათ, დილით სამუშაოზე წასვლის, საღამოს კი შინ დაბრუნების სურვილი არ გაქვთ, ამ შემთხვევაში წარმოიდგინეთ, როგორ გიახლოვდებათ დიდი, წითელი ბურთი ან სახანძრო მანქანა. გამოსახულებების არჩევანში სრული თავისუფლება გენიჭებათ. მთავარია, ფიგურა ძალიან წითელი ფერის იყოს. მოახლოებული ობიექტის არ შეგეშინდეთ. შეიგრძენით ის ყველა გრძნობის ორგანოთი და მთელ არსებაში სრულად შეუშვით. მალე ძალის მოზღვავებას იგრძნობთ. თუ პირიქით - ძალის სიჭარბე გაწუხებთ და დამშვიდება-დასვენებას ვერაფრით ახერხებთ, მაშინ მწვანე ფერი მოგიხდებათ. იგი ამშვიდებს, აწყნარებს, ასვენებს და ამავე დროს ნაღვლის ბუშტში ნალექების დაგროვებას აფერხებს. შავი ფერი ნებისმიერი წარმოშობის სურდოს აგაცილებთ.

საერთოდ, შავი სრულებითაც არ არის მხოლოდ ფერი, ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით. ეს არის შინაგანი დაცვა, ჩვენი ქვეცნობიერის ყველაზე უფრო იდუმალი და ღრმა რესურსების კონცენტრაცია და სტიმულირება. თუ გსურთ მთელი გულმკერდით სუნთქვა, მაგრამ ამას მტანჯველი ხველების გარეშე ვერ ახერხებთ, ეცადეთ, თავი ცისფერ გარემოცვაში წარმოიდგინოთ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს