ახალქალაქი სუფთა ქალაქი ხდება

ახალქალაქი სუფთა ქალაქი ხდება

ერთი თვეა, ახალქალაქში ნაგვის მანქანები ქალაქის ქუჩებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ასუფთავებენ. სანაგვე მანქანის მოძრაობის განრიგი ადგილობრივი ტელევიზიითაც ცხადდება. ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ახალქალაქის ქუჩებში კვლავ დადგეს ლითონის ნაგვის კონტეინერებიც. ახალქალაქის დასუფთავებას შ.პ.ს. "სანიტარული დასუფთავება" ახორციელებს. კომპანიის ხელმძღვანელი პარგევ იორდანიანი იმედოვნებს, რომ ქალაქში სანიტარული მდგომარეობა გამოსწორდება.

ახალქალაქში მალე ნაგავსაყრელის პრობლემაც საბოლოოდ მოგვარდება. ეკონომიკის სამინისტროს მიერ საქართველოს ნაგავსაყრელების იჯარაზე გამოცხადებულ ტენდერში კერძო უცხოურმა კომპანიამ გაიმარჯვა. ახალქალაქის ნაგავსაყრელსაც ეს კომპანია განკარგავს.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა