ახალქალაქში "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრა სასამართლო პროცესად იქცა

ახალქალაქში "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრა სასამართლო პროცესად იქცა

"ქართული ოცნების" ახალქალაქის ოფისში, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები, ჯავახეთში შექმნილი პრობლემებისა და მათი მოგვარების გზებზე სასაუბროდ შეიკრიბნენ. შეხვედრა "სამცხე-ჯავახეთის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების კავშირის" წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად, დასაწყისშივე დატოვეს. ისინი ელოდნენ, რომ შეხვედრა მათი ინიციატივით წარიმართებოდა. თუმცა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ "ეს ის შეხვედრა" არ იყო და დაამატეს: "თუ საბჭოს უნდა, რამდენიმე დღის შემდეგ სხვა შეხვედრასაც მოვაწყობთ". სამსაათანხევრიანი შეხვედრა, რომელიც თავდაპირველი ჩანაფიქრით საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და "ქართულ ოცნებას" შორის შეხვედრა-განხილვა უნდა ყოფილიყო, თანდათანობით "ქართული ოცნების" წევრთა კოლექტიურ "მონოლოგად" იქცა და დასასრულისკენ სამართლოს სხდომას, ფორმატი კი დაკითხვას დაემსგავსა.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა