შალვა რამიშვილი - "ბენდუსგან წამებული რაინდი არ უნდა შეგვექმნა"

შალვა რამიშვილი - "ბენდუსგან წამებული რაინდი არ უნდა შეგვექმნა"

"ბენდუსგან წამებული რაინდი არ უნდა შეგვექმნა", - ამის შესახებ ჟურნალისტი შალვა რამიშვილი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს. რამიშვილი აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებას პოლიტიკურად არასწორ ნაბიჯს უწოდებს, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი პიარისთვის იყენებს.

"პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯი იყო აგრ. უნისთვის გაუქმება ავტორიზაციის. მიუხედევად იმისა, რომ ჩემი ღრმა რწმენით სამინისტრო კანონის შესაბამისად მოქმედებდა, ბენდუსგან წამებული რაინდი არ უნდა შეგვექმნა. კიდევ კარგი უამრავი ნაცულიკი შეეზილა ამ ამბავს და მას შემდეგ რაც სტუდენტებმა ბენდუსთან "კონსულტაციების" შემდეგ ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს ვაბშე არანაირი დარღვევა არ იყოო - უკვე ნათელი გახდა რომ ნაცულიკებისთვის ავტორიზაციის აღდგენა კი არაა ყველაზე მნიშვნელოვანი არამედ - ამ შემთხვევის პოლიტიკური პიარისათვის გამოყენება. ეს უარესია აგრ. უნის სტუდენტებისთვის რადგან ისინი უკვე პოლიტიკურ პროცესში ებმევიან მხარედ.

ახლა ველი მიშას მისვლას აგრარულის სტუდენტებთან და მის ხანგრძლივ მონოლოგს იმის თაობაზედ რომ ბნელი ახალი მთავრობა განათლებასა ჰკლამს.

როგორც ივანიშვილის მხარდამჭერს მიშას ეს სულელური ნაბიჯი მაწყობს, რადგან პროცესი უკვე პოლიტიკური შანტაჟის სახეს მიიღებს.

მაგრამ როგორც სტუდენტების გულშემატკივარი მინდა განვაცხადო:

ახალგაზრდებო, არ მოუშვათ მიშას ელექტრომობილი თქვენი უნის სათოფეზე!", - წერს შალვა რამიშვილი.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია 12 მარტს შეუჩერდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს