საქართველოს Deep Purple ეწვევა

საქართველოს Deep Purple ეწვევა

5 ივნისს დინამოს სტადიონზე ამიერკავკასიის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი - Tbilisi Open Air 2013 გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას Altervision Group ავრცელებს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ცნობილი მომღერლები და ჯგუფები, როგორიცაა Deep Purple, Infected Mushroom, Trickey, The Subways, Black Strobe, Modeselector და Kid Jesus.

Tbilisi Open Air 2013-ზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 19 მარტიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება დინამოს სტადიონის სალაროებსა და ვებ-გვარდზე Biletebi.ge.. ბილეთის ფასი 40-დან 200 ლარამდე მერყეობს. 250 და 500 ლარიან ფასის კატეგორიაში ასევე ხელმისაწვდომი იქნება VIP-ბილეთები შეზღუდული რაოდენობით.

Tbilisi Open Air 2013-ის ჩატარების ადგილი - დინამოს სტადიონი დაყოფილია რამდენიმე სექტორად, რომლებიც ერთმანეთისგან ფასის მიხედვით განსხვავდება. ხელმისაწვდომია ასევე მოედანზე ფეხზე დასადგომი ადგილები. მოთხოვნის შესაბამისად, მომხმარებელს საშუალება აქვს აირჩიოს სასურველი ადგილი (სექტორი, რიგი, ადგილი).

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება