ნინა დობრევი: "ეროტიკული სცენების გადაღებაში დედაჩემი მეხმარება"

ნინა დობრევი: "ეროტიკული სცენების გადაღებაში დედაჩემი მეხმარება"

მსახიობმა ნინა დობრევმა, რომელიც პოპულარული სერიალ "ვამპირის დღიურებით" გახდა, განაცხადა, რომ ეროტიკული სცენების გადაღებაში მას დედა ეხმარება. 24 წლის ვარსკვლავის თქმით, სასიყვარულო სცენების უკეთ გადასაღებად დედა მიკაელა კონსტანტინა მას რჩევებს აძლევს.

"ყველაზე უხერხულია, როდესაც სექსუალურ სცენებს ვიღებ და ამ დროს გადასაღებ მოედანზე დედაჩემი მოდის. მაგრამ კიდევ უფრო უცნაურია, როდესაც გადასაღები მოედნიდან ვბრუნდები და დედაჩემი რჩევებს მაძლევს: "გადაიხარე ხოლმე უფრო ხშირად. ეს უფრო სექსუალურად გამოჩნდება". ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან!" - განაცხადა ნინა დობრევმა.

ნინა სერიალ "ვამპირის დღიურებში" მთავარ გმირს განასახიერებს. მას პარტნიორობას პოლ უესლი და იან სომერჰალდერი უწევენ. ეს უკანასკნელი რეალურ ცხოვრებაში ნინა დობრევის შეყვარებულია.

მომზადებულია usmagazine.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება