ცნობილი შედევრებით გაფორმებული ფეხსაცმელი

ცნობილი შედევრებით გაფორმებული ფეხსაცმელი

ლონდონელმა დიზაინერმა შარლოტა ოლიმპიამ ფეხსაცმელების ახალი კოლექცია ორიგინალურად - ცნობილი მხატვრების ფერწერული ნამუშევრებით გააფორმა. იმისათვის, რომ ცნობილი ტილოები ფეხსაცმელზე სრული სიზუსტით გადაეტანა, დიზაინერმა ბრიტანელი მხატვარი, ფოტოგრაფი და "ბოდიარტის" სპეციალისტი ბოიარდ მესენჯერი დაიქირავა.

ორი ხელოვანის ერთობლივმა მუშაობამ მოდას ფეხსაცმელის ნაცვლად, ხელოვნების ნამდვილი ნიმუშები შემატა. მათზე გადატანილია პაბლო პიკასოს, ვინსენტ ვან გოგის, ჯექსონ პოლოკის და სხვა ლეგენდარული მხატვრების შემოქმედება.

სულ მხატვრული ფეხსაცმელების კოლექციაში 100-მდე წყვილი შედის.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს