ჩაქვში, წერეთლის ქუჩაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

 ჩაქვში, წერეთლის ქუჩაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

ჩაქვში, წერეთლის ქუჩაზე მასშტაბური ხანძრის ჩაქრობას სახანძრო სამსახურის 6 ბრიგადა ცდილობს. თავდაპირველად, ხანძარი ნაძვის ხეებს გაუჩნდა . ძლიერი ქარის გამო კი ცეცხლის კერები სახლებთან ახლოს გადავიდა, ასევე, მოედო სასაფლაოებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერმა დავით ბაციკაძემ განუცხადა, ხანძრის ჩაქრობაში სახანძრო სამსახურს მოსახლეობაც ეხმარება და სახლები არ დამწვარა.

"საბედნიეროდ, მოსახლეობას სახლები არ დაეწვა. სახანძროს სწრაფი რეაგირებითა და მოსახლეობის დახმარებით შევძელით, რომ ხანძარი სახლებამდე არ მისულიყო. ცეცხლი ერთ სახლს მოედო მხოლოდ და მაშინვე მოხდა ლოკალიზება. ასევე, რამდენიმე სახლთან ახლოს გაჩნდა ცეცხლის კერები და სასაფლაოებსაც მოედო", - აღნიშნა დავითა ბაციკაძემ. მისივე თქმით, ხანძრის ჩაქრობას ძლიერი ქარი უშლის ხელს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია