"აგრარულ უნივერსიტეტში ჩვენი სურვილით კი არა, საჩივრის საფუძველზე შევედით"

"აგრარულ უნივერსიტეტში ჩვენი სურვილით კი არა, საჩივრის საფუძველზე შევედით"

აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებას იმდენად ემოციური პერიპეტიები ახლდა, რომ გასცდა საგანმანათლებლო სფეროს და მწვავე პოლიტიკური შეფერილობა მიიღო. აგრარული უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა კახა ბენდუქიძემ ხელისუფლება პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა და განათლების მინისტრს "საშიში კაცი" უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბენდუქიძე ავტორიზაციის საბჭოსგან მოითხოვდა, გადაწყვეტილება შეეცვალა, კვირის ბოლოს თავად მოუწია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოთხოვნის შესრულებამ და სასწავლებლის შინაგანაწესი კანონმდებლობას შეუსაბამა. იყო თუ არა მთელი ეს აურზაური შეცდომა და ვინ უფრო დაზარალდა ამით, ამის გასარკვევად "კვირის პალიტრა" განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ვიცე-პრემიერ გიორგი მარგველაშვილს ესაუბრა:

- აგრარული უნივერსიტეტის შინაგანაწესში შესწორება გაკეთდა და ორშაბათიდან დაიწყება უნივერსიტეტის ავტორიზაციის აღსადგენი პროცედურები, რის შემდგომაც აგრარული უნივერსიტეტი ჩვეულებრივ მიიღებს სტუდენტებს მომავალი სასწავლო წლისათვის... ამ თემასთან დაკავშირებული ინსინუაციები აბსოლუტურად პოლიტიკური იყო. ბენდუქიძე სტუდენტებს ატყუებდა და ჩემზე შავ პიარს აგორებდა.

- კახა ბენდუქიძემ თქვა, ვიცოდი, რომ გიორგი მარგველაშვილი "რანიმი" ადამიანი იყო, მაგრამ საშიში ყოფილაო.

- არ მინდა ბენდუქიძის ნათქვამის კომენტირება. ისედაც ხანგრძლივი ურთიერთობა გამომივიდა მასთან.

- მიუხედავად ბენდუქიძისგან არაერთი შემოთავაზებისა, უარი თქვით მასთან დებატებზე.

- ბენდუქიძესთან პირდაპირ ეთერში არ დავჯდები, რადგან მან დებატები არ იცის, ის ილანძღება.

- რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც აგრარული უნივერსიტეტის შემოწმება? ხომ ცხადი იყო, რომ ამას პოლიტიკური სარჩული დაედებოდა?

- ეს სავსებით ჩვეულებრივი პროცედურაა, მაგრამ ჩვენ არაჩვეულებრივ ხალხს ვეხებით, ვისი შეხების უფლებაც არ გვაქვს და რომლებიც ყველაფერს კუდს აბამენ. უმაღლესი სასწავლებლები მოწმდება სამი მიზეზით: რეგულარულად (ავტორიზაციის ვადის გასვლის შემდეგ), საჩივრის საფუძველზე ან კიდევ მაშინ, როდესაც შეფასების კითხვარში რაღაც დეტალებია შესასწორებელი. ამჯერად აგრარული უნივერსიტეტი შემოწმდა ამავე უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორ-მასწავლებლების საჩივრის გამო.

აგრარულ უნივერსიტეტში ჩვენი სურვილით კი არა, საჩივრის საფუძველზე შევედით და შევამოწმეთ. შარშან ასე არარეგულარულად 8 უნივერსიტეტი შემოწმდა. ზოგ მათგანს ავტორიზაცია შეუწყდა.

მათ შორის იყო შპს "ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი", რომელიც იმდენად კარგად არის აღჭურვილი, რომ გემიც ჰყავს. პროცედურების ნაწილში ჰქონდა დარღვევები, გაასწორეს და უპრობლემოდ მიიღეს ავტორიზაცია. ასე რომ, აგრარული უნივერსიტეტი არავის შეუმოწმებია იმის გამო, რომ ის ბენდუქიძისაა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა