ლევან ვასაძე: "სააკაშვილის გუნდი უნდა გასამართლდეს, როგორც რეპრესიული, ძალადობრივი რეჟიმი!"

ლევან ვასაძე: "სააკაშვილის გუნდი უნდა გასამართლდეს, როგორც რეპრესიული, ძალადობრივი რეჟიმი!"

ბიზნესმენი ლევან ვასაძე მიხეილ სააკაშვილის გუნდის დანაშაულებრივად გამოცხადებას და გასამართლებას მოითხოვს. მისი თქმით, ამის გარეშე საქართველოს დემოკრატიული წინსვლა გაუჭირდება.

"უამრავი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მსოფლმხედველობისთვის სახიფათო ვექტორი აირჩია... დანაშაულებრივი პოლიტიკური გუნდის კრიმინალური შემოქმედების ფაქტები გვიდასტურებს უპირველესად იმას, რომ ერისათვის არაბუნებრივი და უცხო იდეოლოგიის ძალადობრივი დანერგვა არც ამ ნერგის გახარებას იწვევს და არც იმ ეროვნული ნიადაგისა, რომელზეც იგი იქნა დაძალებული. ეს ფაქტებივე სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენმა სახელმწიფომ არჩევნებით მოშორებული რეპრესიული რეჟიმის გასამართლება მოახდინოს, როგორც ეს ხდებოდა ჰიტლერის, პინოჩეტის, ვიოლას, გალტიერის, ბინიონესა და სხვათა შემთხვევაში. მით უმეტეს, რომ ამ რეჟიმის წარმომადგენლები აგრძელებენ თავიანთ დანაშაულებრივ მოღვაწეობას საქართველოს პარლამენტში იმით, რომ ყოველდღიურად ამკვიდრებენ ცინიზმისა, სიცრუისა და დემაგოგიის აქამდე არნახულ სტანდარტებს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ისტორიაში. ეს სტანდარტები თავისუფლად უტოლდება წითელი ტერორის წარმომადგენლების რიტორიკის "საუკეთესო" ეგზემპლარებს თავისი უტიფარობით და არ შეიძლება არ აყენებდეს უდიდეს ფსიქიკურ და ზნეობრივ ზიანს ჩვენს საზოგადოებას და განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდობას. ამიტომ მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი რაც შეიძლება მალე უნდა გამოცხადდეს დანაშაულებრივად და გასამართლდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამის გარეშე ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული წინსვლა ძალიან ძნელი იქნება", - წერს ბიზნესმენი საკუთარ წერილში "ერი და სახელმწიფო".

იხილეთ წერილის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა