ენიო მორიკონემ კვენტინ ტარანტინოსთან მუშაობაზე უარი თქვა

ენიო მორიკონემ კვენტინ ტარანტინოსთან მუშაობაზე უარი თქვა

იტალიელმა კომპოზიტორმა ენიო მორიკონემ განაცხადა, რომ აღარასდროს ითანამშრომლებს რეჟისორ კვენტინ ტარანტინოსთან. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი იტყობინება.

მორიკონეს თქმით, რეჟისორი თავის ფილმებში მუსიკას ყველანაირი ლოგიკის გარეშე იყენებს და ამიტომ მასთან მუშაობა ძალიან რთულია. ენიოს კომპოზიციები საუნდტრეკის სახით ტარანტინოს 4 სურათშია გამოყენებული: "მოკალი ბილი" (ორივე ნაწილი), "უსახელო ნაბიჭვრები" და "გამათავისუფლებელი ჯანგო".

ამასთან, კომპოზიტორმა ხაზი გაუსვა, რომ როდესაც რეჟისორმა მას თანამშრომლობა შესთავაზა ფილმზე "გამათავისუფლებელი ჯანგო", მან უარი განაცხადა დროის არქონის გამო. საბოლოოდ ტარანტინომ მორიკონეს სამი ძველი კომპოზიცია გამოიყენა. სპეციალურად ამ სურათისთვის კომპოზიტორმა მხოლოდ ერთი სიმღერა, Ancora Qui მოამზადა.

მორიკონემ საკუთარი აზრიც გამოთქვა ტარანტინოს ბოლო ნამუშევართან დაკავშირებით. მისი თქმით, ფილმში "გამათავისუფლებელი ჯანგო" "ზედმეტად ბევრი სისხლია".

"ჯანგო" ეკრანებზე 2012 წლის დეკემბერში გამოვიდა. ეს პროექტი ტარანტინოს შემოქმედებაში კომერციულად ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა.

მომზადებულია The Hollywood Reporter-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება