ღვარცოფული მდინარეების ადიდება ლაგოდეხის მოსახეობას დატბორვის საფრთხეს უქმნის

ღვარცოფული მდინარეების ადიდება ლაგოდეხის მოსახეობას დატბორვის საფრთხეს უქმნის

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ნალექის შედეგად მდინარე ნინოსხევში და მდინარე კაბალში წყლის დონემ საგრძნობლად მოიმატა. როგორც სოფელ ნინიგორის რწმუნებული თენგიზ სამხარაძე აცხადებს, ნინოსხევი ჯერჯერობით საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა მდინარეზე დამცავი გაბიონი არ არის მოწყობილი, რაც დამატებით პრობლემას ქმნის.

სოფელ კაბალის დეპუტატი, მირზა ალიევი კი ამბობს, რომ  რადგან ერთ წელზე მეტია მდინარე კაბალზე გაწმენდითი სამუშაოები არ ჩატარებულა, მოსახლეობა საფრთხის წინაშე დგას. მისი თქმით, სოფელს საკუთარი ძალებით პრობლემის აღმოფხვრა არ შეუძლია და "უხვი ნალექის შემთხვევაში, მოსახლეობა დატბორვის საფრთხის წინაშე დგას".

სრული ვერსია

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა