ბორჯომი ინფრასტრუქტურის სამინისტროს 5 მლნ ლარს სთხოვს

ბორჯომი ინფრასტრუქტურის სამინისტროს 5 მლნ ლარს სთხოვს

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხუთი პროექტი წარუდგინა, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 5 500 000 ლარია. ბორჯომის მთავარ პრიორიტეტს გზებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენს. მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამბობენ, რომ პრიორიტეტები მოსახლეობასთან შეხვედრებისა და კონსულტაციების შემდეგ გამოიკვეთა. მოსახლეობასთან შეხვედრებში, ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებდა მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძეც.

პროექტის დამტკიცების შემთხვევაში იგეგმება დაბა ახალდაბაში, რუსთაველისა და ყაზბეგის ქუჩების რეაბილიტაცია, რომლის სავარაუდო ღირებულება 750 000 ლარს შედგენს, დაგეგმილია ბორჯომში ახალშენის, გოგიასციხის, სააკაძისა და გამარჯვების ქუჩების რეაბილიტაცია, ამ ქუჩებზე სანიაღვრე არხები და ბორდიულებიც მოწესრიგდება. დაახლოებით 2 მილიონი ლარის ღირებულების პროექტია მომზადებული რობაქიძის ქუჩისთვის, სადაც ჩამონგრეულია ბეტონის კედელი და შექმნილია მეწყერსაშიში ზონა. 2 მილიონი ლარის ღირებულების პროექტია გაკეთებული ბორჯომის ცენტრალური პარკის მისასვლელ გზაზეც. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზის, საყრდენი კედლების და ფეხით სავალი ხიდის რეაბილიტაცია, პროექტშია ჩადებული 9 აპრილის სკვერის რეაბილიტაციაც.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა