ბარ რაფაელის ჯარში იწვევენ

ბარ რაფაელის ჯარში იწვევენ

ისრაელში ქალები სამხედრო სავალდებულო სამსახურს გადიან. ისინი ჯარში 2 წელი მსახურობენ და როგორც ჩანს, ებრაელ მოდელ ბარ რაფაელს სამხედრო ფორმის ჩაცმა მოუწევს.

ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობა მოითხოვს, რაფაელს აეკრძალოს ახალ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა და ქვეყნის სახელის რეკლამირება. საქმე ეხება სარეკლამო კამპანიას, რომელშიც რაფაელი ქვეყნის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას ეწევა.

სამხედროების თქმით, ებრაელ ქალს, რომელსაც ჯარში სრული კურსი არ უმსახურია, არ აქვს მორალური უფლება ქვეყნის სახე გახდეს. ისრაელის თავდაცვის ძალებიდან ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ოფიციალური წერილიც კი მიუვიდა, რომელშიც მოითხოვენ, რომ ბარ რაფაელს ახალ სარეკლამო რგოლებში მონაწილეობა აუკრძალონ, რადგან ვარსკვლავს ჯარში ბოლომდე არ უმსახურია.

2007 წელს მოდელი მშობლებმა ოჯახის მეგობარ პირზე გაათხოვეს, რათა სამხედრო სამსახურისთვის თავი აერიდებინა. რაფაელი ქმარს მალევე დაშორდა. ისრაელში გათხოვილი ქალები და ფეხმძიმეები სამხედრო სამსახურიდან თავისუფლდებიან. 

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება