კრისტინა აგილერამ წონაში შესამჩნევად დაიკლო

კრისტინა აგილერამ წონაში შესამჩნევად დაიკლო

მომღერალ კრისტინა აგილერას ზედმეტი კილოგრამების გამო ხშირად აკრიტიკებდნენ და ამბობდნენ, რომ მხოლოდ "ფოტოშოპის" დახმარებით ”ხდება”.

ვარსკვლავს ხალხის აზრი მის ჭარბ წონასთან დაკავშირებით ნაკლებად ადარდებდა და საკუთარ "კონტურებში" თავს კომფორტულად გრძნობდა. თუმცა, როგორც ჩანს, წონასთან დაკავშირებული კომენტარებით კრისტინა გაღიზიანდა და რამდენიმე კვირაში შესამჩნევად დაიკლო. NBC-ის შოუს The Voice-ის ცერემონიაზე კრისტინამ ნამდვილი ფურორი მოახდინა.

დასავლური პრესის ფურცლებზე აგილერას ფიგურის ტრანსფორმაციაზე სტატიებიც კი დაიწერა. ყველას აინტერესებს, როგორ შეძლო აგილერამ წონაში დაკლება - დიეტით თუ პლასტიკური ქირურგის დახმარებით. ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა ხერხით გაუქრა ცელულიტები, აგილერამ მხოლოდ გაიღიმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება