ჩოჩელების ბიზნეს ჯგუფი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

ჩოჩელების ბიზნეს ჯგუფი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

შპს "ბარამბოს", შპს "მიქსორის", შპს "რკინაბეტონის შპალის ქარხნის" და სს "ქართული ლუდის კომპანიის" ლუდსახარში "ზედაზენის" დირექტორებმა საქართველოს პრემიერ - მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართეს. კომპანიების ხელმძღვანელები წერილში ბიზნესზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ და ყურადღებას ამახვილებენ, რომ ეს პოლიტიკური ნიშნით ხდება, რადგან ამ კომპანიების ძირითადი მესაკუთრეები ძმები, იაგო და ცეზარ ჩოჩელები არიან.

"ბატონო პრემიერო, თქვენ საკუთარი გამოცდილებიდან კარგად იცით, თუ რა მდგომარეობაშია ბიზნესი, როდესაც მას უსამართლოდ ებრძვიან. თუმცა ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია და ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი ჩვენ მიერ აშენებული ქარხნებია, რომელთაც დღეს თქვენი თანადგომა სჭირდება, რათა მათ ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს. ჩვენ მიერ წარმოებული ყველა ბიზნესი არის გამჭვირვალე, ვთანამშრომლობთ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებთან, გვაქვს ახალი წარმოებების შექმნის და საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობის დიდი სურვილი, თუმცა ფონდის მხრიდან არ ჩანს არანაირი დაინტერესება ჩვენ მიმართ. გვრჩება შთაბეჭდილება, ჩვენი "დანაშაული" მხოლოდ ის არის, რომ ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი ყოფილი გუბერნატორია, რომელიც წარმატებული ბიზნესმენი იყო პოლიტიკაში წასვლამდე. ჩვენი პარტნიორებისგან გამუდმებით გვესმის, რომ მათ ასევე ექმნებათ პრობლემები სხვადასხვა უწყებებისგან თუ პიროვნებებისგან ჩვენთან ურთიერთობის გამო, რაც თავის მხრივ უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტია. ასევე ამ ბოლო დროს ძალიან "პოპულარული" გახდა სხვადასხვა სტრუქტურების მხრიდან ჩვენი კომპანიების წინააღმდეგ მიზანმიმართული ანტირეკლამა. თხოვთ დაინტერესდეთ ჩვენი ჯგუფის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით და აღმოგვიჩინოთ მხარდაჭერა ამ მეტად რთულ ვითარებაში, რათა საშუალება მოგვეცეს განვაგრძოთ საქმიანობა და კვლავაც შევიტანოთ ჩვენი წვლილი ქვეყნის აღმშენებლობაში" - ნათქვამია ღია წერილში.

სრული ვერსია

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა