რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა, საკუთარ რესტორანში წარმატებით ჩატარებული აკუსტიკური კონცერტის შემდეგ, გადაწყვიტა დროებით დაეტოვებინა მოსკოვი და ოჯახთან ერთად საქართველოში, თბილიში ჩამოვიდა.
"ფირცხალავები თბილისში მიფრინავენ", - ასე დაასათაურა ირაკლიმ ფოტო მიკრობლოგ "ტვიტერზე". სურათზე მომღერალი და მისი ორი წლის შვილი ილია, აეროპორტში არიან აღბეჭდილნი.
რა მიზნით ეწვია ირაკლი თბილისს, უცნობია. მომღერალს არც ის დაუწერია სოციალურ ქსელებში, თუ რამდენ ხანს დაჰყოფს საქართველოში.
მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.