როგორ გახდა სამორი ბალდე "იმედის დილის" წამყვანი

როგორ გახდა სამორი ბალდე "იმედის დილის" წამყვანი

ბუკლიკო მოგესალმებათ და რასაკვირველია, ამბებით დახუნძლულ ჩანთას ამოვალაგებ. მთავარია, ყურადღებით წაიკითხოთ!

მოგეხსენებათ, თქვენს ბუკლიკოს დილით კარგად გამოძინება ძალიან უყვარს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ადრე გაღვიძებამ მომიწია. სანამ ყავას შევექცეოდი, ტელევიზორი ჩავრთე, ვიფიქრე, დილის გადაცემებს თვალს გადავავლებ-მეთქი, ჰოდა, მაშინვე საინტერესო ფაქტი შევნიშნე. "იმედის დილაში" სამორი ბალდე რომ დავინახე, მეგონა, სტუმრად ჰყავდათ მიწვეული, მაგრამ შემდეგ გადაცემის სტუმარი რომ წარადგინა და შეკითხვების დასმაზე გადავიდა, მივხვდი, საქმე მთლად ისე არ იყო, როგორც მე მეგონა.

როგორც იცით, "იმედის დილის" ეთერში გასვლიდან რამდენიმე კვირაში წამყვანები - სალომე გოგიაშვილი და დავით ქაცარავა სკანდალში გაეხვნენ ჰომოფობიური განცხადებების გამო და მათ ბოდიშის მოხდასაც სთხოვდნენ. ბოლოს მათ მაგივრად ბოდიში ტელევიზიამ მოიხადა, ტელეწამყვანებს კი "იმედი" დაატოვებინეს. ამის შემდეგ ყოველ დილას გადაცემას პაატა პაპუაშვილი და ლიკა ლაბაძე უძღვებოდნენ, ბოლო სამი კვირის განმავლობაში მათ სამორი ბალდე შეუერთდა. ამ ამბის გასარკვევად, რასაკვირველია, თავდაპირველად სამორისთან ვცადე დაკავშირება, მაგრამ არც ზარზე და არც მესიჯზე არ მიპასუხა. ამის შემდეგ ლიკა ლაბაძეს დავეკონტაქტე და ამ სიახლის შესახებ ვკითხე.

- უკვე მესამე კვირაა, სამორი "იმედის დილის" წამყვანი გახდა, პაატა და სამორი დღეგამოშვებით შეენაცვლებიან ერთმანეთს.

- როგორ შეარჩიეს სამორი, შენ ხომ არ გაუწიე რეკომენდაცია?

- არა, რამდენჯერმე იყო ჩვენთან სტუმრად მოწვეული, ისე მოუხდა სიტუაციას და გარემოს, რომ წამყვანად აიყვანეს. მოხარული ვარ, რომ სამორი შემოგვიერთდა, ჩემთვის ორივე წამყვანთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა.

- ხომ არ იგეგმება გოგონა წამყვანის შერჩევაც, რათა წყვილებმა გადაცემა მონაცვლეობით წაიყვანოთ?

- ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ არის, მერე რა მოხდება, არ ვიცი.

Dj ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები