წყალტუბოელი "მეოცნებეები" კოალიციას დაუპირისპირდნენ

წყალტუბოელი "მეოცნებეები" კოალიციას დაუპირისპირდნენ

"ქართული ოცნების" წყალტუბოს ორგანიზაციის წარმომადგენლები კოალიციის რაიონული ოფისის ხელმძღვანელის თავიდან არჩევას ითხოვენ. "მეოცნებეები" აღნიშნული თხოვნით კოალიციის პოლიტსაბჭოსა და სარევიზიო კომისიას მიმართავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასობრივი აქციებით იმუქრებიან.

წყალტუბოში, კოალციის ოფისის წინ გამართულ აქციაზე "მეოცნებეებმა" განაცხადეს, რომ მიმდინარე წლის 28 იანვარს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად ლაშა ნარჩემაშვილის არჩევა არალეგიტიმურად მოხდა. რის გამოც, კონფერენციის შედეგები ბათილად უნდა გამოცხადდეს. მათი თქმით, მათ წინასაარჩევნოდ კოალიცია შავი საქმის შესასრულებლად იყენებდა, როდესაც გადაწყვეტილებების მიღების დრო დადგა უარყვეს და მოვლენების მიღმა დატოვეს. "პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე წყალტუბოს "ქართულ ოცნებაში" 117 წევრი ირიცხებოდა. ლაშა ნარჩემაშვილი ამ ხალხიდან მხოლოდ 12 -მა კაცმა აირჩია, სხვები არ დაუშვეს კონფერენციაზე. ჩვენი კუთვნილი მანდატები "თავისუფალ დემოკრატებსა" და "ნაციონალებს" დაურიგეს" - აცხადებენ აქტივისტები.

სრული ვერსია

"ახალი გაზეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა