ინდოელების უსაფრთხოებას მუყაოს "პოლიციელები" დაიცავენ

ინდოელების უსაფრთხოებას მუყაოს "პოლიციელები" დაიცავენ

ინდოეთში ყოველთვის საცობებია. ავტომობილებით გადაჭედილი გზებისგან თავის დასაღწევად მძღოლები სახიფათო მანევრებს ხშირად მიმართავენ და შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევებიც მრავლად ხდება.

იმისთვის, რომ ავტომაგისტრალებზე კონტროლი დაწესდეს, 6 000 სამართალდამცავია საჭირო, ინდოეთის ქალაქ ბენგალურუს კი მხოლოდ 3 000 პოლიციელი ჰყავს. თუმცა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრობლემა მარტივად გადაწყვიტა: მუყაოსგან ათასობით პოლიციელის ბილბორდი გააკეთეს და გზის გასწვრივ განათავსეს.

მუყაოს "პოლიციელები" ისე დგანან, რომ შორი მანძილიდან მომავალი მძღოლი ვერ გაარჩევს, ნამდვილია თუ არა. როგორც ჩანს, ამ ხერხმა ინდოელ მძღოლებზე გაჭრა, რადგან საგზაო წესების დარღვევამ მნიშვნელოვნად იკლო.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს