ქენდის ბუშნელი სარა ჯესიკა პარკერს დაუპირისპირდა

ქენდის ბუშნელი სარა ჯესიკა პარკერს დაუპირისპირდა

ცნობილ მსახიობს სარა ჯესიკა პარკერს არასდროს დაუმალავს თავისი გაღიზიანება სერიალ "ქერის დღიურების" თაობაზე, სადაც ქერი ბრედშოუს ახალგაზრდობას ანა სოფია რობი განასახიერებს. სარამ განაცხადა, რომ "ქერის დღიურები" მასში უცნაურ გრძნობას იწვევს.

"ზუსტად ვერ გეტყვით... ეს ერთგვარ ტესტს ჰგავს - რამდენად შეგიძლია სულგრძელობის გამოვლენა. ანა სოფია რობი საყვარელი გოგონაა და მინდა, რომ გავამხნევო, მაგრამ... ეს უცნაურია. ჩემი გმირის ახალი სახე ჩემთვის ერთგვარი გამოცდაა. მე უნდა გამოვავლინო სულგრძელობა და ჩემი როლი სხვა ადამიანს ვუწილადო", - განაცხადა სარა ჯესიკა პარკერმა.

სარას ეს კომენტარი არ გამორჩენია წიგნ "სექსი დიდ ქალაქშის" ავტორს, ქენდის ბუშნელს. მწერალმა გადაწყვიტა, სარა ჯესიკა პარკერისთვის გაეხსენებინა, რეალურად ვის ეკუთვნის ქერი ბრედშოუს პერსონაჟი და ვინ უნდა გადაწყვიტოს მისი ბედი.

"შეგახსენებთ, რომ მე მოვიგონე ქერი ბრედშოუ და სარა ჯესიკას კარგად უნდა ესმოდეს შოუ-ბიზნესის ყველა აქსიომა. ქერის ისტორიის პირველი ნაწილი ასეთი იყო, ახალი ნაწილი სხვანაირი იქნება და შესაბამისად ის სხვა მსახიობმა უნდა განასახიეროს", - განაცხადა ბუშნელმა.

მწერალმა აღნიშნა, რომ სარამ ამოწურა თავისი თავი ამ როლში.

"შეხედეთ. სარა ჯესიკა პარკერი 47 წლისაა. მეორე ფილმის შემდეგ ქერი ბრედშოუ ვეღარ იქნებოდა უფრო გულწრფელი. ამ ასაკის ქალი უფრო კარიერაზე იქნება ორიენტირებული და ნაკლებად იქნება კონცენტრირებული კითხვებზე: "ვუყვარვარ მისტერ ბიგს თუ არა? ვფიქრობ, მათ უბრალოდ ამოწურეს ეს პერსონაჟი", - განაცხადა ქენდის ბუშნელმა.

პოპულარული წიგნის ავტორმა ახალგაზრდა ანა სოფია რობი შეაქო კიდეც:

"ანა სოფია ქერის როლში იდეალური გადაწყვეტილებაა! შეიძლება ითქვას, ის ახალგაზრდა სარა ჯესიკა პარკერს, თავად სარა ჯესიკაზე უკეთ განასახიერებს! საერთო ჯამში ყველაფერი ძალიან მომწონს. ანა ძალიან მიმზიდველი გოგონაა. ეს მისი როლია. მან "ქერის გასაღები" მოუძებნა", - აღნიშნა ქენდის ბუშნელმა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება