ოლეგ იაძე: "როგორც მამაჩემი დაბრუნდება, ისე დაბრუნდება სააკაშვილი"

ოლეგ იაძე: "როგორც მამაჩემი დაბრუნდება, ისე დაბრუნდება სააკაშვილი"

კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში გამართულ სოფლის კრებაზე "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის დროს დაწყებული ხანდაკი-ხოვლეს საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შეჩერება გააპროტესტეს. დაზიანებული საავტომობილი გზის გამო სოფელში რამდენჯერმე სერიოზული პრობლემები შეიქმნა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ხოვლემდე დაგვიანებით ადის, ერთ-ერთმა მშობიარემ კი კასპამდეც ვერ ჩააღწია. ადგილობრივების განცხადებით, ამ თემით რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილი უნდა დაინტერესდეს.

აღელვებულ მოსახლეობას მუნიციპალიტეტის გამგებელი ოლეგ იაძე შეხვდა. მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით, მთავრობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 200 მლნ ლარი სხვადასხვა პროექტებზე გადანაწილდა და, სამწუხაროდ, ეს პროექტი ამ ეტაპზე ვერ მოხვდა. თუმცა იაძემ პროექტის სამომავლოდ გაგრძელების პირობა დადო. "ჰოდა, მომავალ წელს არჩევნებზე ხმას არ მოგცემთ" - მიუგო ამ დაპირებაზე ერთ-ერთმა ქალბატონმა გამგებელს.

გარდა განსახორციელებელი პროექტებისა, ოლეგ იაძემ ადგილობრივებს აუხსნა, რომ ყველაფერი ერთდროულად ვერ გაკეთდება და ყველაზე მთავარი - თავისუფლება უკვე აქვთ. "ნუ მოითხოვთ რომ ხვალ და ზეგ კასპის ცემენტის ქარხანაში 8000 მუშა დასაქმდება, ხოვლეში აღარავინ იქნება დაუსაქმებელი. ამერიკაში, რომელიც მსოფლიოს განაგებს ფინანსებით, არ გინახავთ რომ ღარიბი ხალხი ნაგავში ეძებს საჭმელს? გამგებელს, დეპუტატს და რა თქმა უნდა მე, გვეხება ფინანსების კონტროლი. თუ შეიჭმევა ამ ორს მოკითხეთ, ამათ შეჭმული იქნება, მაგრამ შეიჭმევა  და ბორკილები დაედებათ. ყველაზე მთავარი რაც უკვე გაკეთდა, ეს არის თავისუფლება, ყარაულსაც კი აკლდა თავისუფლება. ზოგიერთ ტვინგაყინულს კიდევ გონია, რომ სააკაშვილი დაბრუნდება. როგორც მამაჩემი დაბრუნდება, ისე დაბრუნდება სააკაშვილი, ეგ იცოდეთ", - განუცხადა შეკრებილებს იაძემ.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა