რომელია ყველაზე ბინძური ფული?

რომელია ყველაზე ბინძური ფული?

პროფესორმა იან ტომპსონმა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში ასწავლის, კვლევა ჩაატარა და ფულის სხვადასხვა ერთეულებზე ბაქტერიების რაოდენობა გამოთვალა. კვლევის ფარგლებში პროფესორმა პლანეტის თითქმის ყველა ფულის ერთეული გამოიკვლია.

აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ყველაზე ბინძური ფული ჩინური იუანია. ევროპაში ყველაზე ბინძური ფული კი დანიური კუპიურები და მონეტები - კრონი და ერეა. მათზე უფრო მეტი ბაქტერიაა, ვიდრე ევროპის ნებისმიერი სხვა ქვეყნის ფულის ერთეულზე.

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ დანიურ კრონზე 42 000 მიკროორგანიზმია. უცხოური მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ დანიური ბანკნოტები სპეციალური საფარით დაიფარა, რომელიც მის ჰიგიენურ დაცვას უზრუნველყოფს.

ამ რეიტინგში ევროპის მასშტაბით სიბინძურის მხრივ მეორე ადგილზე შვედეთი გავიდა. ევროზე ხსენებული მაჩვენებელი 11 000 ბაქტერიას აღწევს, ხოლო ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე 18 200 ბაქტერიაა.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს