"9 1/2 კვირა" ყველაზე ეროტიკულ ფილმად დაასახელეს

"9 1/2 კვირა" ყველაზე ეროტიკულ ფილმად დაასახელეს

ბრიტანულმა გამოცემა The Sun-მა ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე ეროტიკული ფილმის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა.

აღმოჩნდა, რომ ყველაზე ეროტიკულ ფილმად "9 1/2 კვირა" მიაჩნიათ. კიმ ბესინჯერისა და მიკი რურკის ტანდემი ეკრანებზე 1986 წელს გამოვიდა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სურათი ახლაგაზრდა ქალის, ელიზაბეტის და მაცდუნებელი და საიდუმლოებებით მოცული ჯონის სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს. ფილმი დახუნძლულია სექსუალური სცენებით.

The Sun-ის გამოკითხვაში მონაწილეობა 35 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მათგან 11 000-ზე მეტმა ხმა სწორედ ეროტიკულ ტრილერს, "9 1/2 კვირას" მისცა.

მეორე ადგილი ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე ეროტიკული ფილმების რეიტინგში "მონსტრების მეჯლისმა" დაიკავა, სადაც მთავარ როლებს ჰოლი ბერი და ბილი ბობ ტორნტონი ასრულებენ.

მესამე ადგილი ფილმმა "ტიტანიკმა" და ქეით უინსლეტისა და ლეონარდო დიკაპრიოს სექსუალურმა სცენამ დაიკავა.

რეიტინგში მოხვდა ფილმი "მოღალატეც".

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება