კიმ ბესინჯერის ქალიშვილზე სამოდელო სააგენტოებმა ომი გამოაცხადეს

კიმ ბესინჯერის ქალიშვილზე სამოდელო სააგენტოებმა ომი გამოაცხადეს

ჰოლივუდის ვარსკვლავების, მსახიობების ალეკ ბოლდუინისა და კიმ ბესინჯერის ქალიშვილი, 17 წლის აილენდ ბოლდუინი შესაშური გარეგნობით გამოირჩევა.

მაღალი, გამხდარი, ქერა, ცისფერთვალება გოგონა უყურადღებოდ ნამდვილად ვერ დარჩებოდა და სამოდელო სააგენტოების ხელმძღვანელებმა მასთან თანამშრომლობისთვის ნამდვილი ომი გამოაცხადეს. აილენდი უკვე თანამშრომლობს ამერიკის ორ ყველაზე პრესტიჟულ სააგენტოსთან. აილენდი სოციალურ ქსელ Instagram-ზე სავარჯიშო ტოპსა და შორტში გადაღებულ ფოტოსურათებსაც ხშირად ტვირთავს.

აილენდს სოციალურ ქსელებში გართობა ძალიან უყვარს. მაგალითად, მისი "ტვიტერის" გვერდი მუდამ აქტიურია. ფოტოსურათების წყალობით, ადვილად მიხვდებით, რომელი კერძი უყვარს, როგორ გამოიყურება ძილის წინ, რომელ კოსმეტიკურ ბრენდს ანიჭებს უპირატესობას, როგორ ერთობა საღამოს ბარში. აღსანიშნავია, რომ მისმა დედამ, ულამაზესმა კიმ ბესინჯერმა თავისი კარიერა სწორედ მოდელობით დაიწყო.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.