ბოკვერი მცირეწლოვან და-ძმასთან ერთად ცხოვრობს

ბოკვერი მცირეწლოვან და-ძმასთან ერთად ცხოვრობს

ავსტრალიაში მცხოვრებ სმიტების ოჯახს საკუთარი ცირკი Stardust-ი აქვს. მტაცებელ ცხოველებზე ზრუნვას ოჯახის ყველა წევრი ითავსებს, მათ შორის პატარა და-ძმა.

ბრექსტონი და მისი დაიკო საყვარელ ბოკვერზე ზრუნავენ და მისი მწვრთნელები არიან. ბავშვები ბოკვერთან ერთად თამაშობენ, სძინავთ და სადილობენ. ბოკვერს სახელად ზიმბის და-ძმა ძალიან უყვარს და მათ გარეშე მოწყენილია.

Stardust ავსტრალიის უდიდესი ცირკია, რომლის წევრებიც ქვეყნის მასშტაბით ღონისძიებებს ხშირად მართავენ. მათ პერფორმანსებზე შეხვდებით ლომებს, მაიმუნებსა და ცხენებს. ისინი ამტკიცებენ, რომ ცხოველების გაწვრთნისას ყველაზე ჰუმანურ ტექნიკას იყენებენ. "ცხოველები ჩვენი დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრები არიან", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს