ქუთაისში სოციალურად დაუცველებს მხოლოდ სააღდგომო ნობათით დაეხმარებიან

ქუთაისში სოციალურად დაუცველებს მხოლოდ სააღდგომო ნობათით დაეხმარებიან

ქუთაისში, იუსტიციის სახლის გვერდით მდებარე ყოფილ"სამხატვრო სკოლაში" მცხოვრები 20 ოჯახი 7 თვეა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. სკოლის შენობაში თავშეფარებულებს არც წყალი და არც ელექტროენრგია აქვთ. "იუსტიციის სახლის ეზოდან წყლის მოტანა აგვიკრძალეს" - ამბობს "სამხატვრო სკოლაში" მცხოვრები ლელა კიკნაველიძე.

სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა სამხატვრო სკოლის სამსართულიანი, ამორტიზებული შენობა 2012 წლის 2 ოქტომბერს, თვითნებურად დაიკავეს. ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ სკოლის შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების პირობები მათთვის ცნობილია. თუმცა, დახმარების კომპეტენციას თავიდან იცილებენ. მერის მოვალეობის შემსრულებლის, ამირან ძოწენიძის თქმით, ადგილობრივ ბიუჯეტს არ აქვს შესაძლებლობა, ამ ოჯახებს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი გამოუყოს. ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი, კახა ქორიძე კი აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე სკოლის შენობაში მცხოვრებლებს სააღდგომო ნობათებით დაეხმარებიან.

სრული ვერსია

"ახალი გაზეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა