განათლების სამინისტრო მედიისთვის კვლავ ჩაკეტილ სტრუქტურად რჩება?

განათლების სამინისტრო მედიისთვის კვლავ ჩაკეტილ სტრუქტურად რჩება?

განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელებისთვის გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. კახეთის რეგიონული გაზეთი "სპექტრი" შედეგებით დაინტერესდა და 27 მარტს აღნიშნული საკითხის თაობაზე განათლების სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა სტრუქტურაში სატელეფონო კომენტარზე უარი განაცხადეს და ჟურნალისტს კითხვების ელექტრონული ფოსტით გადაგზავნა სთხოვეს. ამის შემდეგ ოფიციალური მიმართვაც მოითხოვეს. თუმცა, სამინისტროში ოფიციალური კომენტარი არც ამის შემდეგ გააკეთეს და განაცხადეს, რომ დეტალური ინფორმაციისთვის გაზეთი ათ დღეში დაკავშირებოდა.

ამასთან, "სპექტრისთვის" კულუარულად ცნობილია, გურჯაანის მაგალითზე ვინ მიიღო ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ქულა. თუმცა, რედაქცია ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებს.

სრული ვერსია

"სპექტრი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა