თინა ხიდაშელი - საღამოობით დავფრინავ ხოლმე და მერიდეთ

თინა ხიდაშელი - საღამოობით დავფრინავ ხოლმე და მერიდეთ

უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტის" რედაქტორისა და რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ლაშა ბერულავას სტატიას ეხმაურება. სტატიაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარე" ხიდაშელს "იეღოველთა კონგრესის" ორგანიზებაში ადანაშაულებს.

"ა კიდო :))) რას არ გაიგებს კაცი. ლაშა ბერულავას ფანი ვარ და რით დავიმსახურე მისი ასეთი ყურადღება მაინც ვერ ვხდები, ასე რომ არ მივიწყებს :)))) საყვარელი, როგორც ჩანს ძალიან მძიმე ფორმით განუვითარდა უკვე :(

მგონი ვბრაზდები :) მეგონა ასეთ ამბებზე აღარ ვრეაგირებდი :) კიდევ კარგი რომ თბილისში არ ვარ :) მაგრამ დღეს ხომ ჩამოვალ, და ეს ლაშა ბერულავა მინდა გავიცნო და ვინმე არ დამეხმარებით :( ისე არა მხოლოდ ბერულავა, თავად ეს "ლაზარე" გამომეხმაუროს, ტელეფონის ნომერი და სახელი და გვარები მინდა ამ დასახელების უკან მდგომი ადამიანების ;) ისე საღამოობით დავფრინავ ხოლმე და მერიდეთ :((((

ძონძები, ძალიან ვარ გაბრაზებული. აი, ძალიან ძალიან ცეცხლებს რომ ყრის ისეთი სმაილიკი", - წერს ხიდაშელი.

გუშინ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარეს" "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა მოძრაობის განცხადება:

"როგორც დაზუსტებული ინფორმაციით გვაცნობეს, 7 აპრილს - ხარება დღეს, უმრავლესობის დეპუტატისა და პარლამეტის თავმჯდომარის მეუღლის-თინა ხიდაშელის ხელმძღვანელობით, სპორტის სასახლეში "იეღოველთა მსოფლიო კონგრესის" ჩატარება იგეგემებოდა. რამდენადაც მოძრაობა "ლაზარესთვის" ცნობილია- სპორტის სასახლის ადმისტრაცია ეწინააღმდგება ამ ღონისძიების ჩატარებას. ამდენად, მისი ჩატარება მარნეულში გადაწყდა.

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარე" გამოთქვამს უკიდურეს აღშფოთებას და პროტესტს "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის, თინა ხიდაშელის მიერ, ამ ინიციატივის გამო. თვლის, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას,( თუნდაც უმრავლესობით მოსულს) არა აქვს უფლება სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიისა და ქართველ ხალხთან შეთანხმების გარეშე მსგავსი ღონისძიების ორგანიზების დაგეგმვისა. 7 აპრილს- ხარება დღეს ამ ღონისძიების დაგეგმვის მცდელობა კი, სხვა არაფერია, თუ არა "რესპუბლიკური პარტიის" მხრიდან კიდევ ერთხელ, საქართველოს ისტორიული და ტრადიციული რელიგიის ხელყოფის მცდელობა; მართლმადიდებელი ქართველი ხალხის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელი "იეღოვას მოწმეთა სექტის" აღზევების სურვილი!

მსგავსი ღონისძიებების დასაფინანსებლად კი, უცხოელი დონორებიც ალბათ მილიონებით დოლარებს გაიღებენ, რათა მერამდენედ სცადონ საქართველოში მართლმადიდებლური ცნობიერების საფუძვლების შერყევა. ვაცხადებთ პროტესტს, რომ უმრავლესობის წევრების მხრიდან მსგავსი ქმედებები არ ნიშნავს "დემოკრატიული ფასეულობების" ერთგულებას! ეს მხოლოდ და მხოლოდ, ქართული სამოციქულო ეკლესიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ემსახურება!", - აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარე" 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და წარმოადგენს მოქალაქეთა აპოლიტიკურ, არაკომერციულ გაერთიანებას, რომელშიც გაერთიანებულნი არიან საზოგადოების, კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების წარმომადგენლები.

მოძრაობა "ლაზარეს" მიზანია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მონიტორინგი და მათი ანალიზი, ქვეყანაში საზოგადოებრივი სექტორის გააქტიურების გზით მონიტორინგის გაწევა საქართველოს სახელმწიფოებრივი პოლიტიკის სამართლებრივ ფორმირებასა და მის თანმიმდევრულად განხორციელებაზე. მოძრაობა ასევე, ახორციელებს მონიტორინგს ხელისუფლების საქმიანობაზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს