ლაშა ბერულავა თინა ხიდაშელს - "ვფიქრობ, მაინცდამაინც ფრენის ხასიათზე ვერ დაგაყენებთ"

ლაშა ბერულავა თინა ხიდაშელს - "ვფიქრობ, მაინცდამაინც ფრენის ხასიათზე ვერ დაგაყენებთ"

საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტის" რედაქტორი და რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა ბერულავა უმრავლესობის ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებას პასუხობს.

"გამარჯობა, ქალბატონო Khidasheli Tinatin, ლაშა ბერულავა მე გახლავართ. სანამ ძალიან გაბრაზდებით, იქნებ გამარკვიოთ:

ა) ეს შეხვედრა იქნება თუ "სტრელკა";

ბ) რა შუაშია ლაშა ბერულავა, როცა საიტზე დევს ოფიციალური განცხადება, რომელიც "ლაზარემ" გაავრცელა და რომელიც, სხვათა შორის, წუხელ "ფეისბუქზეც" ვრცელდებოდა?

ჩემი მხრიდან, გამოვთქვამ მზადყოფნას თქვენთან შესახვედრად, უბრალოდ, იმის გათვალისწინება მოგიწევთ, რომ ფრენა ისეთი უნდა, მე რომ ვიცი:) შემიძლია გასწავლოთ კიდეც:)

თუ თქვენი სიტყვა "ძონძები" მეც მეხება, ძალაუნებურად მომიწევს თქვენივე თანაგუნდელების მხრიდან თქვენი მისამართით გაკეთებული ეპითეტების მოხმობა, რაც, ვფიქრობ, მაინცდამაინც ფრენის ხასიათზე ვერ დაგაყენებთ...

აქვე მინდა ვთხოვო ჩემი და ამ ფრიად ზრდილობიანი, ჟურნალისტების მიმართ კეთილგანწყობილი დეპუტატის საერთო მეგობრებს, იქნებ გაზიარებით დამეხმარონ ჩემი პოზიციის მიტანაში ქალბატონ ხიდაშელთან, როგორც ჩანს, მონიშვნა საქმეს ვერ შველის:)

კატეგორიულად მოვითხოვ ქალბატონ Khidasheli Tinatin-ისგან, მკაფიოდ ჩამოყალიბებულად განმარტოს, რა პრეტენზია აქვს ჟურნალისტ ლაშა ბერულავასთან ამ ინფორმაციის გამოქვეყნების გამო და რატომ მოიხსენიებს ჟურნალისტს "ლაზარესთან" კონტექსტში.

ისე, რა ძნელია პოლიტიკოსობის ტვირთი: გინებაში რომ წაღმა-უკუღმა პოზაში გატრიალებენ და ჰაერში აგდებულს ძირს არ დაგაგდებენ, ვერ გაბრაზდები და ხმას ვერ ამოიღებ; სამაგიეროდ, შეიძლება თამამად გაბრაზდე ჟურნალისტზე და ეს გამოხატო "ფეისბუქზე", როცა ის ჟურნალისტი შენს შესახებ რომელიღაც ორგანიზაციის მიერ დაწერილ ბრალდებებს სტანდარტის სრული დაცვით გამოაქვეყნებს მედიაგამოცემის გვერდზე:)

ეგ არ იყო რაღაც ლოკალური ფაქტი: ეგ იყო ორგანიცაზიის პრესცენტრის განცხადება, რომელიც გამოქვეყნდა უცვლელად. შსს-ს პრესცენტრის განცხადების დროს, როცა უწყება ვინმეს დაკავების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელიმე ჟურნალისტს მოსდის თავში ბრალდებულს დაუკავშირდეს და შსს-ს პრესცენტრის განცხადებაზე კომენტარი სთხოვოს?", - წერს ბერულავა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი "ფეისბუქით" სააგენტო "ნიუპოსტის" მიერ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარეს" განცხადების გავრცელებას აპროტესტებს. განცხადება თავდაპირველად "ფეისბუქზე" მოძრაობა "ლაზარეს" გვერდზე გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი განცხადება სააგენტომ გაავრცელა. ხიდაშელი სააგენტოს უკან მდგომი პირების ვინაობით დაინტერესდა: "მგონი ვბრაზდები :) მეგონა ასეთ ამბებზე აღარ ვრეაგირებდი :) კიდევ კარგი რომ თბილისში არ ვარ :) მაგრამ დღეს ხომ ჩამოვალ, და ეს ლაშა ბერულავა მინდა გავიცნო და ვინმე არ დამეხმარებით :( ისე არა მხოლოდ ბერულავა, თავად ეს "ლაზარე" გამომეხმაუროს, ტელეფონის ნომერი და სახელი და გვარები მინდა ამ დასახელების უკან მდგომი ადამიანების ;) ისე საღამოობით დავფრინავ ხოლმე და მერიდეთ :((((

ძონძები, ძალიან ვარ გაბრაზებული. აი, ძალიან ძალიან ცეცხლებს რომ ყრის ისეთი სმაილიკი", - წერდა ხიდაშელი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს