ახალციხეში 10 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს

ახალციხეში 10 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს

ახალციხეში 10 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ბავშვი ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში "უნიმედი-სამცხე" უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. "უნიმედი-სამცხეს" რეანიმაციული განყოფილების ექიმის, ამბროსი მოდებაძის თქმით, როცა ბავშვი განყოფილებაში მიიყვანეს, სასიცოცხლო რეფლექსები არ აღენიშნებოდა.

ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში შეტყობინება დღეს, 29 მარტს, 10:59 საათზე შევიდა. სასწრაფოში ამბობენ, რომ ადგილზე მისულებს ბავშვი წაყვანილი დახვდათ. ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია და მას ექსპერტიზა დაადგენს.

სრული ვერსია

"სამხრეთი კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა