"რესპუბლიკური პარტია" მოძრაობა "ლაზარეს" ბოდიშის მოხდას სთხოვს

"რესპუბლიკური პარტია" მოძრაობა "ლაზარეს" ბოდიშის მოხდას სთხოვს

"რესპუბლიკური პარტია" საზოგადოებრივ მოძრაობა "ლაზარეს", პარტიისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის შესახებ, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამო, ბოდიშის მოხდას სთხოვს.

ასეთი შინაარსის წერილი, "რესპუბლიკური პარტიის" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

"საქართველოს რესპუბლიკური პარტიის განცხადება

29 მარტს, გვიან ღამით საინფორმაციო სააგენტო "ნიუ პოსტმა" (new posts) გაავრცელა ინფორმაცია სათაურით: "მოძრაობა "ლაზარე": ხარების დღესასწაულზე თინა ხიდაშელი "იეღოველთა კონგრესს" ატარებს."

29 მარტს, გვიან ღამით ტექსტის ავტორი ლაშა ბერულავა ინფორმაციის დასაწყისში წერს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარეს" პრესცენტრი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და თინა ხიდაშელს "იეღოველთა კონგრესის"ორგანიზებაში ადანაშაულებს.

ტექსტში ნათქვამია, რომ "ნიუ პოსტი" უცვლელად გთავაზობთ "ლაზარეს" პრესცენტრის განცხადების ტექსტს, რომელიც დაახლოებით 23:00 საათზე "ლაზარეს" "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

აღნიშნულ ინფორმაციას სხვა მედიასაშუალებებიც გამოეხმაურნენ და აღნიშნული ტექსტი საზოგადოების ნაწილის განხილვის საგანი გახდა.

რესპუბლიკური პარტია მოითხოვს, რომ საზოგადოებრივმა მოძრაობა "ლაზარემ" დაუყოვნებლივ მოიხადოს ბოდიში რესპუბლიკური პარტიისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისათვის." - ნათქვამია პარტიის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს