ქუთაისის მერია ქალაქის განვითარებას ხელს უშლის

ქუთაისის მერია ქალაქის განვითარებას ხელს უშლის

"ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქის განვითარებისათვის არ ზრუნავს. ამ პროცესში თვითმმართველობა შემაფერხებელ რგოლად არ უნდა იქცეს", - ეს განცხადება მერიის ეკონომიური სამსახურის უფროსმა და "თავისუფალი დემოკრატების" გამგეობის წევრმა მალხაზ ჭრელაშვილმა გააკეთა. ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში "თავისუფალმა დემოკრატებმა" ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2013-2017 წლების საშუალოვადიანი პროგრამა წარმოადგინეს. მალხაზ ჭრელაშვილის თქმით, აუცილებელია ქალაქის განვითარების პროგრამა პროექტად გადაიქცეს.

"თუმცა ამ გეგმის რეალურ განხორციელებას ხელს უშლის ის, რომ არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის ნება. აუცილებელია რეფორმების გატარება თვითმმართველობაში. დოკუმენტი თაროზე შემოდებული არ უნდა დარჩეს, როგორც ეს აქამდე იყო", - ამბობს მალხაზ ჭრელაშვილი.

სრული ვერსია

"ახალი გაზეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა