ჟოზეფინას საქორწინო ბეჭედი 1 მლნ დოლარად გაიყიდა

ჟოზეფინას საქორწინო ბეჭედი 1 მლნ დოლარად გაიყიდა

საფრანგეთის კომუნა ფონტენბლში აუქციონ Osenat-ზე ლურჯი საფირონის და ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი 949 000 დოლარად გაიყიდა. ბეჭედი ნაპოლეონმა საცოლისთვის, ჟოზეფინა ბოგარნესთვის იყიდა.

აუქციონის ორგანიზატორთა საკომისიოს გათვალისწინებით, ბეჭდის ღირებულებამ 1,17 მლნ დოლარი შეადგინა.

თავიდან ვაჭრობის ორგანიზატორები ბეჭდის გაყიდვას 20 000 დოლარად ვარაუდობდნენ, ასე რომ საბოლოო ფასმა სავარაუდოს 50-ჯერ გადააჭარბა. ბეჭდისთვის 50 უცხოელი ტელეფონით იბრძოდა, აუქციონს კი 300 მონაწილე ესწრებოდა.

აუქციონი ჟოზეფინა ბოგარნეს 250 წლის იუბილეს მიეძღვნა. იგი ნაპოლეონს ცოლად  1795 წელს 32 წლის ასაკში გაყვა. თავად ბონაპარტი მაშინ 26 წლის იყო. ჟოზეფინამ ნაპოლეონს შვილი ვერ გაუჩინა და ამის გამო 1807 წელს ნაპოლეონი მას გასცილდა.

მომზადებულია Diamond Intelligence-ის მიხედვით. 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს