რას ჰყვებიან ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმეზე მოწმეები

რას ჰყვებიან ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმეზე მოწმეები

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანის პროცესი 5 საათს მიმდინარეობდა. პროცესზე 6 მოწმე დაიკითხა, მათ შორის 5 ბორჯომის პოლიციის თანამშრომელი იყო, ერთი კი ახალდაბის მკვიდრი ნიკოლოზ ლომიძე, რომელიც პოლიციელებს 26 მაისის მიტინგზე ყოფნის გამო ნეკნების ჩამტვრევაში ადანაშაულებს. პირველად, სწორედ ლომიძემ მისცა პროცესზე ჩვენება. მისი თქმით, აქციის დარბევის შემდეგ ბორჯომში დაბრუნებულები სასადილოში ერთმანეთისათვის მოსაზრებების გასაზიარებლად შეიკრიბნენ. თუმცა, მანამდე სანამ შეკვეთილ ხინკალს მოიტანდნენ, მათთან კუპეში ბორჯომის პოლიციის უფროსი მამუკა ხვედელიანი და ერთ-ერთი თანამშრომელი ალექსანდრე ბლიაძე შევიდნენ, იქ მყოფები ჩხუბში დაადანაშაულეს და პოლიციაში წაიყვანეს. პოლიციაში კი აქციაზე ყოფნის გამო სცემეს. "პოლიციაში ხვედელიანმა მკითხა, მიტინგზე რატომ იყავიო და პირველად მან დამარტყა. 5-6 კაცი მირტყამდა, 2 ნეკნი ჩამიმტვრიეს", - ამბობს ლომიძე.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა