ჯონ კენედის ქალიშვილი იაპონიაში აშშ-ის ელჩად დაინიშნა

ჯონ კენედის ქალიშვილი იაპონიაში აშშ-ის ელჩად დაინიშნა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის ერთადერთი ქალიშვილი კეროლაინი იაპონიაში ამერიკის დიმლომატიურ მისიას უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს. თავად კენედის ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

57 წლის მწერალი და იურისტი კეროლაინი აშშ-ის მოკლული ლიდერის, ჯონ კენედისა და მისი მეუღლის, ჟაკლინის ერთადერთი ქალიშვილია.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კეროლაინ კენედი ბარაკ ობამას კანდიდატურას მხარს აქტიურად უჭერდა.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა