კაჭრეთში სარწყავი წყალის პრობლემა კვლავ მოუგვარებელია

კაჭრეთში სარწყავი წყალის პრობლემა კვლავ მოუგვარებელია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში პრიორიტეტული გადასაჭრელი პრობლემები დაასახელეს. კაჭრეთელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სარწყავი და სასმელი წყალის საკითხია.

როგორც სოფლის რწმუნებული გივი რამაზაშვილი ამბობს, სარწყავ არხებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას სოლიდური თანხა სჭირდება, რის გამოც საკითხის გადაჭრა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" ვერ მოხერხდება. მისივე თქმით, მოსახლეობის პრეტენზია სასმელი წყლის მომარაგებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, ვინაიდან ორ დღეში ერთხელ წყალი რეგულარულად მოდის.

წელს, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, კაჭრეთისთვის 61 651 ლარი გამოიყო. საგულისხმოა, რომ შერჩეული 9 პრიორიტეტიდან უმრავლესობა გასულ წელსაც პრიორიტეტული იყო. მათი ნაწილი დაფინანსდა კიდეც, თუმცა თანხის სიმცირის გამო, პრობლემები საბოლოოდ ვერ გადაიჭრა. მოსახლეობას იმედი აქვს, დაწყებული სამუშაოები დასრულდება და მომავალ წელსაც იგივე საკითხების დასახელება არ მოუწევს.

კაჭრეთელების უკვე მეორედ დასახელებულ პრომლემებს შორის არის: მუსიკალური სკოლისა და კულტურის სახლის რეაბილიტაცია, სასაფლაოს გაფართოვება, საჯარო სკოლიდან "ქიტოაანთ უბნამდე" ღამის განათების მოწყობა, კაჭრეთის სახანძროს შელესვა-შეღებვა, ღვარსადენების გაწმენდა და სხვა.

სრული ვერსია

"სპექტრი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა