იგეგმება თუ არა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" 2002 წლის სტატისტიკის მიხედვით?

იგეგმება თუ არა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" 2002 წლის სტატისტიკის მიხედვით?

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრიორიტეტების შესარჩევად გამართული კრებების ჩატარება დასრულდა. სასმელი წყლის სისტემის გაყვანა-რეაბილიტაცია, სარწყავი და სანიაღვრე არხების მოწყობა, ნაპირსამაგრი სამუშაოები - მოსახლეობა თითქმის ყველა სოფელში ამ პრობლემების მოგვარებას ითხოვს. წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტზე "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში 1 136 455 ლარია გამოყოფილი. თითოეულ სოფელზე თანხის ოდენობა კვლავინდებურად სულადობის მიხედვით განისაზღვრა. თუმცა ვინ და რის საფუძველზე ადგენს მოსახლეობის რაოდენობას, მაშინ როცა საყოველთაო აღწერა საქართველოში ბოლოს 2002 წელს ჩატარდა? ამ საკითხზე ადგილობრივ ხელმძღვანელობაში კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ.

"ეს ჩემი პრეროგატივა არ არის და კომპეტენტური არ ვარ. თანხის გადანაწილება სოფლებისა და თემის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ხდება. ამას თვითონ სახელმწიფო ანგარიშობს და გვაწვდის ფორმულას, ასევე ვხელმძღვანელობთ საჯარო რეესტრის მონაცემებით. ვინაიდან ველისციხე მრავალრიხცოვანი სოფელია, მათ გაცილებით მეტი თანხა ერგოთ - 100 676 ლარი. მცირერიცხოვანი თემი კი ფხოველია, წელს მათთვის 4 755 ლარია გამოყოფილი", - განმარტა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ინფრასტრუქტურის დარგში ზვიად ყვირალაშვილმა.

სრული ვერსია

"სპექტრი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა