მეგ რაიანი და ტომ ჰენკსი - 20 წელი ერთგულ მეგობრობაში

მეგ რაიანი და ტომ ჰენკსი - 20 წელი ერთგულ მეგობრობაში

ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ტომ ჰენკსმა და მეგ რაიანმა ბროდვეიზე რეჟისორ ნორა ეფრონის ბოლო ნამუშევარი Lucky Guy წარადგინეს. ძველი მეგობრები წითელ ხალიჩაზე მრავალი წელია ერთად არ გამოჩენილან.

ჰენკსი პროექტში მთავარ როლს ასრულებს, ის ტაბლოიდის ჟურნალისტ მაიკ მაკალარის განასახიერებს. რაიანი პრეზენტაციაზე მეგობრის მხარდასაჭერად მივიდა. 51 წლის მეგი კვლავ შესანიშნავად გამოიყურება.

წყვილი ავტოგრაფებს გულუხვად არიგებდა და ფოტოკამერების წინ მომღიმარი სახით პოზირებდა.

მეგ რაიანმა და ტომ ჰენკსმა ერთმანეთი 1993 წელს რომანტიკული კომედიის "უძინარნი სიეტლში" გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. მას შემდეგ ისინი განუყრელი მეგობრები არიან. მსახიობები რამდენიმე ფილმში ერთად თამაშობენ ("უძინარნი სიეტლში", "თქვენთვის" წერილია", "ჯო ვულკანის წინააღმდეგ").

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება