ქეით მიდლტონის ბიძის გულახდილი ინტერვიუ

ქეით მიდლტონის ბიძის გულახდილი ინტერვიუ

ქეით მიდლტონის ბიძამ, გარი გოლდსმიტმა კემბრიჯის ჰერცოგინიას შესახებ მოგონებები ჟურნალისტებს გაუზიარა. ამიერიდან ის პერსონა ნონ გრატაა.

20 წლის წინ 11 წლის ქეით მიდლტონმა ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ პრინცს გაჰყვებოდა ცოლად და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი პატარძალი გახდებოდა. სამაგიეროდ, უმცროს დასთან, პიპასთან ერთად სიამოვნებით ასრულებდა მაყრიონის როლს თავისი ბიძის - გარი გოლდსმიტის ქორწინების ცერემონიაზე.

ცოტა ხნის წინ ქეითი დიდი ბრიტანეთის ულამაზეს ქალად გამოაცხადეს, რაც კარგი ხასიათის, ბუნებრიობისა და ელეგანტური ჩაცმის მანერის წყალობით მოიპოვა. თუმცა, როგორც ბიძამისი ამბობს, ყოველთვის როდი ყოფილა ქეითი ასეთი დახვეწილი.

უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ცელქობა ჰყვარებია, გოგონების გასართობები ნაკლებად აინტერესებდა და და-ძმასთან ერთად მშობლიური სახლის უკანა ეზოში ფრენბურთსა და ბალახის ჰოკეის თამაშობდა. ბიძის თქმით, რომ არა მისი ჩარევა, ქეითი ასევე დარჩებოდა "არიფად".

"ეს მე გავუღვივე მოდის სიყვარული, - არ მალავს თავის დამსახურებებს გარი გოლდსმიტი, - სწორედ მე ვაჩუქე ჩემს დისშვილს მის ცხოვრებაში პირველი დიზაინერული ნივთი - "გუჩის" ჩანთა".

თუმცა ბიძა იმასაც აღიარებს, რომ ქეითს თავიდანვე ჰქონდა გუ­ლ­წრფელი და კეთილი ხასიათი. "ქეითი თავდაჯერებულია, ჭკვიანი, მზრუნველი შვილი, რო­მელიც ოჯახსა და სამეფო ვალდებულებებს მთლიანად უძღვნის თავს, - ამბობს ბიძა ამაყად, - ვფიქრობ, არც იმაში ეპარება ვინმეს ეჭვი, როგორ უყვარს პრინცი უილიამი".

მიდლტონების კლანში გარი გოლდსმიტი (ქეითის დედის უმცროსი ძმა) თეთრი ყვავია. მაგალითად, 2009 წელს მან გადაწყვიტა, სამეფო ოჯახთან თავისი კავშირებით თავი მოეწონებინა ახალ ნაცნობებთან, მათ მარიხუანაც შესთავაზა და უქმეების კარგად გატარებაც, მსუბუქი ყოფაქცევის გოგონებთან ერთად. გარის ახალი ნაცნობი კი ჟურნალისტი აღმოჩნდა, რომელიც შენიღბული მუშაობდა. ალბათ არც ღირს იმაზე ლაპარაკი, ამ სირცხვილის შემდეგ რა ურთიერთობას შეინარჩუნებდა ქეითის ოჯახი გარისთან.

გოლდსმიტმა ამჯერადაც გადაწყვიტა, მსოფლიოსთვის თავი შეეხსენებინა და საარაკო ჰონორარის საფასურად დათანხმდა ამ ინტერვიუზე. რასაკვირველია, ჟურნალისტთან მხოლოდ კარგი არ ულაპარაკია.

"ქეითი და პიპა ძალიან განსხვავდებიან, - ამბობს გოლდსმიტი, - ქეითი ბეჯითი და მშრომელია, ყველაფერში ნიჭიერი. თუმცა ყოველივე იმის უკან, რასაც აკეთებს, უზარმაზარი შრომა დგას. პიპა კი ცხოვრების დინებას მსუბუქად მიუყვება".

ამ ინტერვიუს შემდეგ გარი გოლდსმიტი, რომელიც სამეფო ოჯახმა ადრე უკვე გააფრთხილა, თავი შეეკავებინა სამეფო ოჯახის წევრების პირადი ცხო­ვრების შესახებ ჭორაობისგან, უკვე მოღალატედ შერაცხა და ამიერიდან იგი პერსონა ნონ გრატაა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა