ტომ კრუზს კოსმოსში გაფრენა სურს

ტომ კრუზს კოსმოსში გაფრენა სურს

ტომ კრუზს კოსმოსში მოგზაურობა სურს. ჰოლივუდის მსახიობი მზადაა, ამისთვის 130 000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს. მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ უცხოპლანეტელებთან შეხვედრაზეც არ იტყოდა უარს.

"ძალიან კარგი იქნებოდა კოსმოსში გამგზავრება. ბავშვობაში იმედი მქონდა, რომ სხვა პლანეტებზე მოგზაურობას შევძლებდი", - აღნიშნა ტომ კრუზმა.

საიენტოლოგი ტომ კრუზი ფიქრობს, რომ უცხოპლანეტელები შესაძლოა არსებობდნენ.

"ძალიან ამპარტავნული იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ ამხელა გალაქტიკაში მარტოები ვართ - თუმცა ჯერ არცერთ უცხოპლანეტელს არ შევხვედრილვარ!" - იხუმრა კრუზმა.

50 წლის მსახიობამდე კოსმოსში გამგზავრება მისმა ახალგაზრდა კოლეგამ, ეშტონ კატჩერმა გადაწყვიტა. მსახიობმა უკვე გადაიხადა თანხა Virgin Galactic-ის მიერ ორგანიზებულ 2 საათიან მოგზაურობაში ორბიტაზე. როდის გაფრინდება კოსმოსში კატჩერი, უცნობია.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება