ოდრი ჰეპბერნის ვაჟი: "მისი სილამაზე დეფექტების ნარევია"

ოდრი ჰეპბერნის ვაჟი: "მისი სილამაზე დეფექტების ნარევია"

ოდრი ჰეპბერნის სტილი და მომაჯადოვებელი ღიმილი ჰოლივუდის ისტორიაში ლეგენდად დარჩა. მალე ფოტოწიგნი "ოდრი რომში" გამოვა, რომლის ავტორი მსახიობის ვაჟიშვილი ლუკა დოტია.

ლუკამ ვარსკვლავი დედის ფოტოებს ერთ გამოცემაში მოუყარა თავი. ფოტოწიგნის გამოსვლამდე მან ოდრის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თავად მსახიობი თავს ლამაზმანად არასდროს მიიჩნევდა:

"მან კარგად იცოდა თავისი ნაკლი: ამბობდა, რომ დიდი ცხვირი და ზედმეტად გრძელი ფეხები აქვს, რომ ძალიან გამხდარია და რომ მის მკერდს მოცულობა აკლია. მახსოვს ერთხელ როგორ იყურებოდა სარკეში და გაოცდა: ვერ ვხვდები, რატომ მთვლიან ადამიანები ლამაზად?"

მისი დედის სილამაზის ფენომენს დოტი ასე ხსნის: "მისი სილამაზე - ეს არის გარეგნული დეფექტების ჰარმონიული კავშირი".

თავად ოდრის სხვა აზრი ჰქონდა. ის თვლიდა, რომ ქალის სილამაზის გარანტია სულაც არ არის სხეულის ან სახის იდეალური პროპორცია: "ქალის სილამაზე არ არის გარეგნობაში, ნამდვილი სილამაზე მის სულშია. ეს არის ზრუნვა და  ვნება, რომელსაც გამოხატავს", - ამბობდა ოდრი ჰეპბერნი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

ასევე იხილეთ: შოკოლადის რეკლამისთვის ოდრი ჰეპბერნი "გააცოცხლეს"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება