ნოვოდვორსკაია: მე უნდა მახსოვდეს 9 აპრილი და თქვენ უნდა გახსენებდეთ?!

ნოვოდვორსკაია: მე უნდა მახსოვდეს 9 აპრილი და თქვენ უნდა გახსენებდეთ?!

რუსი პოლიტიკური მოღვაწე და დისიდენტი, ვალერია ნოვოდვორსკაია ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ქართველი ხელოვანების მოსკოვში გამართულ გასტროლებზე საუბრობს.

"მე არ უნდა ვუყვებოდე რობერტ სტურუას, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ თეატრს ხელმძღვანელობს, და სხვადასხვა ანსამბლების წარმომადგენლებს, რომლებიც უკვე გამართეს გასტროლები მოსკოვში, მათი ისტორიის შესახებ. მათ ალბათ დაავიწყდათ, როგორ მოვიდნენ სტალინი და მისი ამხანაგები და როგორ სცემდნენ ქართველ სოციალ-დემოკრატებს იმისთვის, რომ მათ არ უნდოდათ საბჭოთა რუსეთის კავკასიურ კავშირში გაერთიანება. თვით ლენინიც კი აღშფოთდა, რომ ეს საქმე ცემის გარეშე არ მოგვარდა. დაავიწყდათ სტალინი, რომელსაც შესანიშნავი ქართველი უწოდეს, თუმცა ის ოსი იყო, როგორ აპატიმრებდა ქართველ ინტელიგენციას. ნახეთ ფილმი "მონანიება". ფილმი, რომელიც საქართველოსთვის მიყენებულ ბოროტებაზეა. მერე იყო საბჭოთა ხელისუფლება. დაგავიწყდათ, როგორ აწამებდნენ პოლიტპატიმრებს ციხეებში, რაც შევარდნაძის დამსახურება იყო, როგორ დახვრიტეს თვითმფრინავის გატაცების მცდელობისთვის ბიჭები; დაგავიწყდათ, როგორ დაშალა გენერალმა როდიონოვმა ქართული მიტინგი ნიჩბების გამოყენებით?! მე უნდა მახსოვდეს 9 აპრილი და თქვენ უნდა გახსენებდეთ?! სირცხვილია!

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა