ქე­თი ხი­ტირ­ი: "მსა­ხი­ო­ბის­თვის წიგ­ნი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტი უნ­და იყოს"

ქე­თი ხი­ტირ­ი: "მსა­ხი­ო­ბის­თვის წიგ­ნი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტი უნ­და იყოს"

"სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ბევ­რი გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბი­ა... ცა­რი­ე­ლი თვა­ლე­ბი, არაფ­რის­მთქმე­ლი მზე­რა გან­სა­კუთ­რე­ბით სცე­ნას არ უხ­დე­ბა", - გვითხ­რა სა­უბ­რი­სას მსა­ხი­ობ­მა ქე­თი ხი­ტირ­მა, რო­მელ­საც რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე არა­ერ­თი რო­ლი გა­ნუ­სა­ხი­ე­რე­ბი­ა. მა­ყუ­რე­ბელს გან­სა­კუთ­რე­ბით და­ა­მახ­სოვ­რა თა­ვი სპექ­ტაკ­ლე­ბით: "და­რის­პა­ნის გა­სა­ჭი­რი", "წა­თეს წი­თე­ლი წა­ღე­ბი", "სა­ლა­მუ­რა" და ა.შ. თუმ­ცა, ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტო­ბი­სას, რე­ჟი­სორ დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლის მი­ერ დად­გმულ სა­კურ­სო სპექ­ტაკლ "სე­ი­ლე­მის პრო­ცეს­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლი­სათ­ვის ქე­თი სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ობ ქა­ლად და­ა­სა­ხე­ლეს.

- სა­ბავ­შვო ნა­წარ­მო­ე­ბებ­სა და ზღაპ­რებ­ზე დღემ­დე ვგიჟ­დე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით ეგ­ზი­უ­პე­რის "პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი" მიყ­ვარ­და. ისიც მახ­სოვს, რო­გორ ვოც­ნე­ბობ­დი, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, გამ­ღვი­ძე­ბო­და და პე­პი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სხვა­თა შო­რის, ეს ოც­ნე­ბა 13 წლი­სას ამიხ­და, რო­დე­საც ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა­ში პე­პის რო­ლი ვი­თა­მა­შე. დღემ­დე მომ­წონს ეს პერ­სო­ნა­ჟი თა­ვი­სი სი­თა­მა­მი­თა და თა­ვი­სუფ­ლე­ბით. რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, ჩემ­სა და პე­პის შო­რის მსგავ­სე­ბა­საც ვხე­დავ­დი. ისიც მახ­სოვს, მა­მა რა­დი­არდ კიპ­ლინ­გის "მა­უგ­ლის" რომ მი­კითხ­ავ­და, რო­გო­რი და­ძა­ბუ­ლი ვის­მენ­დი. სა­ო­ცა­რი გან­ცდა და­მე­უფ­ლა, გო­ე­თეს "ფა­უს­ტი" რომ წა­ვი­კითხ­ე, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და გა­ვოც­დი კი­დეც, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ სწო­რედ ამ ნა­წარ­მო­ე­ბის წყა­ლო­ბით აღ­ვიქ­ვი პირ­ვე­ლად ეშ­მა­კის არ­სე­ბო­ბა (ი­ღი­მის). ასე ნა­ბიჯ­-ნა­ბიჯ ვე­ზი­ა­რე წიგნს, ის ჩე­მი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რი გახ­და და ვე­რა­ვი­თა­რი ელექ­ტრო­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ვერ შე­მიც­ვლის. წიგ­ნი აძ­ლევს ადა­მი­ანს და­ფიქ­რე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.

ყვე­ლას­თვის, მსა­ხი­ო­ბის­თვის კი გან­სა­კუთ­რე­ბით, წიგ­ნი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტი უნ­და იყოს. მახ­სოვს, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუტ­ში რომ ვა­ბა­რებ­დი, სცე­ნა­ზე დგო­მის გარ­და ისიც მა­ხა­რებ­და, რომ უამ­რავ მწე­რალს გა­ვეც­ნო­ბო­დი, ბევ­რი პი­ე­სის წა­კითხ­ვა და სწავ­ლა მო­მი­წევ­და. თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ნა­კითხი რომ იყოს, ამის­თვის რო­ლე­ბი არ კმა­რა. არა­და, მსმე­ნი­ა, ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი, ასე თუ ისე, წიგ­ნი­ე­რი­ა­ო, რა­საც არ ვე­თან­ხმე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რი გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი დგას სცე­ნა­ზე. მსა­ხი­ო­ბი რომ ცა­რი­ე­ლი­ა, ეს არა მხო­ლოდ მი­სი მეტყ­ვე­ლე­ბით, სცე­ნა­ზე­ დგომითაც ჩანს. ცა­რი­ე­ლი თვა­ლე­ბი, არაფ­რის­მთქმე­ლი მზე­რა გან­სა­კუთ­რე­ბით სცე­ნას არ უხ­დე­ბა.

- თა­ნა­მედ­რო­ვე მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან ვინ მი­გაჩ­ნი­ათ ყვე­ლა­ზე წიგ­ნი­ე­რად?

- მსა­ხი­ო­ბი და პო­ე­ტი გი­ორ­გი ზან­გუ­რი. ის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლია და ამას ჩე­მი მტკი­ცე­ბა არ სჭირ­დე­ბა. ძა­ლი­ან ნა­კითხი იყო და­თო იაშ­ვი­ლი, იგი­ვე იაშ­კა, რო­მე­ლიც ჩვენ გვერ­დით აღარ არის. ხში­რად მით­ქვამს, რომ და­თო ძა­ლი­ან აკ­ლია რუს­თა­ვე­ლის თე­ატრს.

- ახ­ლა რას კითხ­უ­ლობთ?

- სე­მუ­ელ ბე­კეტს. მარ­თა­ლი­ა, მი­სი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი არის "გო­დოს მო­ლო­დინ­ში", მაგ­რამ მას უამ­რა­ვი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ზა­უ­ლი და პო­ე­ტუ­რი ნაშ­რო­მი აქვს.

- რო­გო­რია თქვე­ნი წიგ­ნის თა­რო?

- ჩემს წიგ­ნის თა­რო­ზე, ეგ­ზი­უ­პე­რით და­წე­ბუ­ლი, დოს­ტო­ევ­სკი­თა და ჩე­ხო­ვით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი დევს. ახ­ლაც მახ­სოვს გან­ცდა, ბულ­გა­კო­ვის "ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტას" კითხ­ვი­სას რომ მქონ­და და ეს ნა­წარ­მო­ე­ბი რო­გორ არ შე­მოვ­დო ჩემს თა­რო­ზე?

- თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რას ეც­ნო­ბით?

- რა თქმა უნ­და. ძა­ლი­ან მომ­წონს აკა მორ­ჩი­ლა­ძე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე სხვა­დას­ხვა თვალ­საზ­რი­სი არ­სე­ბობს, მე ძა­ლი­ან მომ­წონს, გან­სა­კუთ­რე­ბით - მი­სი "ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩის ძაღ­ლე­ბი".

- დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლოს რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ებს შე­ა­და­რებ­დით?

- ოთარ ჭი­ლა­ძის "წა­თეს წი­თელ წა­ღებს". ამ ნა­წარ­მო­ებ­ში აღ­წე­რი­ლი ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას ძა­ლი­ან ჰგავს.

- რის წა­კითხ­ვას ურ­ჩევთ დამ­წყებ მკითხ­ველს?

- ცვა­ი­გის "უც­ნო­ბი ქა­ლის წე­რი­ლის", რო­მე­ლიც ყმაწ­ვი­ლო­ბა­ში წა­ვი­კითხე და დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს