ალეკ ბოლდუინის ქალიშვილი სექსუალურ ფოტოსესიაში

ალეკ ბოლდუინის ქალიშვილი სექსუალურ ფოტოსესიაში

ცნობილი მსახიობების, კიმ ბესინჯერის და ალეკ ბოლდუინის ქალიშვილმა, აირლენდ ბოლდუინმა ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი კონტრაქტს ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოსთან და სულ მალე საზოგადოებამ მისი პირველი ფოტოსესია იხილა.

მოდელის კარიერა მართლაც წარმატებით დაიწყო. სექსუალური ფოტოსესია გავლენიან გამოცემა New York Post-ში დაიბეჭდა. აღსანიშნავია, რომ ორი თვის წინ ალეკ ბოლდუინსა და New York Post-ს შორის სასამართლო დავა იყო გაჩაღებული.

გამოცემამ მსახიობს რასიზმში დასდო ბრალი და სასამართლოში უჩივლა, თავის მხრივ კი საპასუხო სარჩელი ვარსკვლავმაც შეიტანა. მის მოდელ ქალიშვილს ამ დავასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს:

"მას თავისი საქმე აქვს, მე კი ჩემი... ვიცი, რომ ადრე ცუდი რამეები გაუკეთებია, მაგრამ ნანობს. წარსული - წარსულია", - განაცხადა აილენდ ბოლდუინმა.

აირლენდს და მამამისს საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აქვთ, თუმცა, ალბათ, არცერთ მამას მოეწონებოდა მისი შვილის ასეთი ეროტიკული ფოტოსესია.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულუა spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება