ქუთაისის მერია გუბაზ სანიკიძეს რჩევას აძლევს

ქუთაისის მერია გუბაზ სანიკიძეს რჩევას აძლევს

ქუთაისის ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე ქალაქის მაჟორიტარს, გუბაზ სანიკიძეს მერიაში ხშირად სიარულს ურჩევს. ეს განცხადება ვიცე-მერმა მაჟორიტარის იმ ბრალდების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვით, დეპუტატის ბიუროდან მერიაში გაგზავნილი 500 განცხადებიდან არც ერთი არ დაუკმაყოფილებიათ.

"მაჟორიტარის შუამდგომლობით ერთჯერად მატერიალურ დახმარებაზე მერიაში 69 განცხადებაა შემოსული და ყველა დაკმაყოფილებულია. ასევე, შემოსულია რამდენიმე შუამდგომლობა სამედიცინო დახმარებაზე, სადაც მოქალაქე მისთვის საჭირო სამედიცინო სერვისის მისაღებად მერისგან თანადაფინანსებას ითხოვს. მათ შორის ის შუამდგომლობები, რომელიც სრული დოკუმენტაციით იყო წარმოდგენილი, ასევე დაკმაყოფილებულია", - ამბობს ძოწენიძე.

სრული ვერსია

"ახალი გაზეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა