სოფელ ქვენობანში მე-12 კლასის მოსწავლემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

სოფელ ქვენობანში მე-12 კლასის მოსწავლემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვენობანში მე-12 კლასის მოსწავლემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჩამომხრჩვალი მოზარდი დედამ საკუთარ ოთახში ნახა. "ინტერპრესნიუსი" სოფელ ქვენობანის რწმუნებულ დავით კვაჭანტირაძეს დაუკავშირდა, რომლის განცხადებით, მოზარდი დღეს სკოლაში იმყოფებოდა, შემდეგ სავარჯიშოდ ფეხბურთზე წავიდა.

კვაჭანტირაძის ინფორმაციით, მოზარდისთვის არავის შეუნიშნავს უხასიათობა და ცუდად ყოფნა. როდესაც ის სახლში დაბრუნდა, დედას სადილის გაცხელება სთხოვა. მოზარდმა თავისი ოთახიდან გამოსვლა დააგვიანა, დედა ოთახში შევიდა და შვილი გარდაცვლილი დახვდა.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა